logo
ENG



ევროკავშირი ლუკაშენკოს წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის ემზადება

19 ნოე 202019:47
3 წუთის საკითხავი
clock 811
ევროკავშირი ლუკაშენკოს წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის ემზადება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ Reuters 2 დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, შესაძლოა ქვეყნებმა სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობა რამდენიმე კვირაში დაასრულონ. 

წყაროს ცნობით, სასანქციო სიაში ბელარუსი მაღალჩინოსნების გარდა, სავარაუდოდ, ის კომპანიებიც მოხვდებიან, რომლებიც ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს აფინანსებენ. 

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ორი რაუნდი უკვე აამოქმედა, და ახლა მესამე რაუნდზე დაიწყებს მუშაობას. მისივე თქმით, სანქციები შეეხება მეწარმეებსა და კომპანიებსაც.

ცნობისთვის, 6 ნოემბერს ევროკავშირმა 15 ბელარუსი მაღალჩინოსნის, მათ შორის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები უკვე 2 თვეზე მეტია გრძელდება. მომიტინგეები მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ვითარება მინსკში 9 სექტემბრის მერე დაიძაბა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში, ცესკო-ს მონაცემებით, ლუკაშენკომ გაიმარჯვა. აქციაზე გამოსული მოსახლეობის წინააღმდეგ სპეც ტექნიკას იყენებენ, მათ შორის რეზინის ტყვიებს, ცრემლმდენ გაზსა და წყლის ჭავლის მანქანას. ასევე მილიციის მიერ ბრუტალური ძალის გამოყენების შედეგად დაშავდა ასობით ადამიანი, 5 გარდაიცვალა, ათასობით კი დააკავეს. 


close დახურვა