logo
ENG



3 დეკემბრიდან თბილისს დამატებით 56 ახალი ავტობუსი მოემსახურება

03 დეკ 201914:31
3 წუთის საკითხავი
 
ujj567k9f5n1t35.jpg

თბილისს დამატებით 56 ახალი ავტობუსი მოემსახურება. ქალაქის მერმა, დედაქალაქის მცხოვრებლებს ისუზუს ფირმის 8 მეტრიანი და მანის მარკის 10 მეტრიანი ავტობუსები წარუდგინა.8 მეტრიანი ავტობუსი გათვლილია 53 მგზავრზე ,ხოლო 10მეტრიანი 82 მგზავრზე. ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის  და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. ავტობუსები შესაბამის მარშრუტებზე ერთ კვირაში გადანაწილდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში იქნა შესყიდული.

 


close დახურვა