logo

3 მაისს ოკუპირებული ტერიტორიიდან გორის სოფელ დიცში შეიარაღებული კაცი გადმოვიდა

08 მაი 202112:22
3 წუთის საკითხავი
clock 183

3 მაისს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიზე, გორის სოფელ დიცში ჟიგულის მარკის მანქანამ საოკუპაციო ღობე გამოანგრია. 

ის შეიარაღებული იყო, თუმცა, არ უსვრია. 

ადგილობრივების თქმით, ის კარგად ლაპარაკობდა ქართულად. ამასთან, აგინებდა როგორც ქართველებს, ისე ოსებს 

ის სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, პოლიციელებმა ინციდენტი ვერც შეიტყვეს, ვინაიდან აღდგომის დღეებში სასაფლაოებს იცავდნენ. 

ბოლო თვეების განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებული პირი გადმოდის.  

დავით ქაცარავას ინფორმაციით, იმავე დღეს, 3 მაისს, გორის სოფელ ხურვალეთში ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსული სამხედრო მანქანით სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 4 პირი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. ისინი არ დაუკავებიათ. 

მანამდე, 7 მარტს, ასევე ხურვალეთში 2 რუსი ე.წ მესაზღვრე დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. საქართველოს ხელისუფლებას არ მოუთხოვია მათი გაცვლა დაკავებულ მოქალაქეებში. 

close დახურვა