logo
ENG



3 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

03 ივნ 202201:08
3 წუთის საკითხავი
 
3 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 3 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

მათი ცნობით, დენი გაითიშება:

სამგორის რაიონში

ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 I, III, IV, VI, VII, VIII, IX, X კვარტლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 „დ“ ქუჩის, კალოუბნის, საცხენისის, თრიალეთის, შუამთის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლორთქიფანიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანიIVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ილია ვეკუას, ანგია ბოჭორიშვილის, მარატ ნოზაძის, ომარ ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის, ვლადიმერ ნანეიშვილის და გიორგი ავალიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ცაგარელის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, საბურთალოს, საირმის, მიცკევიჩის, ბურძგლას და შმიდტის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, ჩიტაძის (ნაწილობრივ), ამაღლების, ასათიანის, გიზო ნიშნიანიძის, ლერმონტოვის და მესხის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელინსკის, გოგებაშვილის, გუნიას, ზანდუკელის, ჭოველიძის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, ბარნოვის, კერესელიძის, თეიმურაზ ჩირგაძის, გუნიას და ჭოველიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III, V კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, III, V კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების Xბ კვარტლის (ნაწილობრივ), რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის და ლევან რჩეულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გულუას, არტურ ლაისტის, სერგო წულაძის, მეველეს, სამგორის და ციხისძირის ქუჩების მოსახლეობას.


close დახურვა