საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1 171 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 947 განიკურნა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6 588ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 323.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.