რუსული გამოცემა ტასის ცნობით, გაზპრომმა და აზერბაიჯანულის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ გააფორმეს მოკლევადიანი ხელშეკრულება, რომელიც აზერბაიჯანის გავლით სომხეთისთვის რუსული გაზის ტრანსპორტირებას ეხება.
ტასი გასპრომ ექსპორტის განცხადებას ეყრდნობა.
შეთანხმების მიხედვით, ამერიკავკასიის გაზსადენზე დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების პერიოდში, სომხეთი რუსული გაზით აზერბაიჯანის გავლით მომარაგდება.
"სამუშაოები შესაძლოა 3 კვირას გაგრძელდეს. მათი დასრულების შემდეგ გაზის მიწოდება კვლავ წინა მარშრუტით აღდგება - გაზსადენით, რომელიც რუსეთის და საქართველოს საზღვრის გასწვრივ მდებარეობს". - აცხადებს გაზპრომ ექსპორტი.