logo
ENG



3 მლნ-მდე ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების უკანონოდ დაუფლებისთვის ერთი პირი დააკავეს

02 აგვ 202110:27
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/02/dmhgifyg4f75hov.jpg

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულმა სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთი უკანონოდ დაირეგისტრირა.

ამავე უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს და  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ბრალდებულმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა საკარმიდამო/საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად თითქოსდა ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე  სახელმწიფოს კუთვნილი 6 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 28 800 მ2. საქმეზე დანიშნული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 919 977 ლარს.  გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა