logo
ENG



3 ოპოზიციური პარტიის შეხვედრის პარალელურად, 15-მდე ნიღბიანმა ადამიანმა აქცია გამართა

22 მარ 202312:02
3 წუთის საკითხავი
 

გირჩი - მეტი თავისუფლების, სტრატეგია აღმაშენებლისა და დროას ლიდერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის პარალელურად, აგრესიულად განწყობილმა მცირე ჯგუფებმა აქცია გამართეს.

ადგილზე მისულმა 15-მდე ახალგაზრდამ არ დაასახელა ვინაობა, მათ დაფარული ჰქონდათ სახე. ისინი აცხადებენ, რომ რუსულ კანონპროექტს მხარს არ უჭერდნენ, პარალელურად კი ამბობენ, რომ აპროტესტებენ 3 პარტიის მიერ მსჯელობას ბრიუსელში და სტრასბურგში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

"ვაქირავებ ბინებს მხოლოდ რუს მდგმურებზე" - 15-მდე ახალგაზრდა ამ პლაკატებით დახვდა ადგილზე მისულ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ოპოზიციის წევრები ახალგაზრდებმა შეხვედრაზე რუსული შეძახილების ფონზე შეაცილეს.

როგორც ფორმულასთვის არის ცნობილით, 15-მდე ახალგაზრდა, რომელიც სახეს მალავს, ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელია.


close დახურვა