შედგება თუ არა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოლიტიკური დებატები ევროკავშირის წევრობის საკითხზე? სამი ოპოზიციური პარტია დროა, გირჩი - მეტი თავისუფლება და სტრატეგია აღმაშენებელი ქართულ ოცნებას მათ მიერ კონტროლირებად ნებისმიერ სატელევიზიო არხზე" შეხვედრას სთავაზობს. ხელისუფლება კრიტიკულ მედიასაშუალებებში არ დადის, ამიტომ პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს ხელისუფლებისთვის კომფორტულ ადგილას ივანიშვილის გუნდს აუხსნან , თუ რა პრობლემებს ხედავენ ევროპელი ლიდერები ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" "გადადგმულ თუ არგადადგმულ ნაბიჯებზე".