logo
ENG



3 პოლიციელი, რომელსაც სირაძეზე ზეწოლაში ამხელენ, ამ დრომდე შსს-ში მუშაობს - ფორმულა

16 ივლ 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

"ფორმულას" ინფორმაციით, უფლებამოსილება არ შეჩერებია ამ დრომდე იმ 3 სამართალდამცველს, რომელსაც გარდაცვლილი ლუკა სირაძის დედა მოზარდზე ზეწოლაში ამხელს.

პოლიციელების მხრიდან დისციპლინური დარღვევა გამოავლინა სახელმწიფო ინსპექტორმაც და რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამიდან ორი პოლიციელი დღესაც იმავე განყოფილებაში მუშაობს, სადაც თვითმკვლელობამდე არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურად იძალადეს. უფროსის მოადგილე, რევაზ მამასახლისი კი სხვა განყოფილებაშია გადაყვანილი. 

შეგახსენებთ, რომ დაღუპული მოზარდის დედამ, ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დაკითხვის დროს მის შვილს, სასურველი ჩვენების მისაღებად, მარიანა ჩოლოიანის გარდა, კიდევ რამდენიმე პირი აშანტაჟებდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული გამომძიებელი დღევანდელ პროცესზე ზეწოლაში ორმა მოწმემ დაადანაშაულა და მათ გარდაცვლილის დედის ჩვენება დაადასტურეს.


close დახურვა