logo
ENG



4-თვიანი ძებნის შემდეგ გორში დაკარგული 22 წლის ბიჭის ცხედარი მოქალაქემ იპოვა

07 მარ 202112:42
3 წუთის საკითხავი
 

4-თვიანი ძებნის შემდეგ გორში დაკარგული 22 წლის ბიჭი, გიორგი ნონაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. 

მის ცხედარს სოფელ გორიჯვრის მცხოვრებმა ხევში მიაკვლია. 

ის უკვე გადასვენებულია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შიდა ქართლის დეპარტამენტში. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც დადგინდება გარდაცვალების მიზეზი. 

ნონაშვილის კვალი მაშინ დაიკარგა, როცა ის გორიჯვრის მიმართულებით გადაადგილდებოდა. 


close დახურვა