logo
ENG



წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან სპეცრაზმი მივიდა

20 ნოე 202017:33
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/20/m8p0sw9a62c40is.jpg

თბილისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრობიზნეს კაპიტალთან", სადაც სავარაუდოდ, თავდამსხმელს მძევლები ყავთ აყვანილი, სპეცრაზმი მივიდა. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც და წერეთლის ქუჩაზე იმყოფება საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძეც. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ ინფორმაციას აზუსტებენ. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია პოლიციის სამმართველოსთან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს.


close დახურვა