logo
ENG



მთავრობა: კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 10 972 ტესტი

21 ნოე 202010:51
3 წუთის საკითხავი
clock 1296

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 3 851 ადამიანი, გარდაიცვალა - 33. 

ჩატარდა 10 972 ტესტი. 

თბილისში გამოვლენილია 1 247 შემთხვევა, აჭარაში - 742, იმერეთში - 609, ქვემო ქართლში - 214, შიდა ქართლში - 197, გურიაში - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 319, კახეთში - 150, მცხეთა-მთიანეთში - 96, სამცხე-ჯავახეთში - 63, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი - 30.

თბილისში გარდაიცვალა  17 ადამიანი,  აჭარაში - 5, იმერეთში - 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1, ქვემო ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 

 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევევმა 100 684-ს მიაღწია. სულ გარდაიცვალა 927 ადამიანი. 


close დახურვა