logo

კობახიძე: ქართული ოცნების კანდიდატმა II ტური 17-ვე ოლქში მოიგო

21 ნოე 202020:15
3 წუთის საკითხავი
clock 39 clock 3733
2020/11/21/qndcvrcsj9gd5n8.jpg

ოპოზიციის ბოიკოტის პარალელურად ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც მეორე ტური ტარდებოდა. 

მან ქართული ოცნების წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პარლამენტშ 90 მანდატს მიიღებს. 

"ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს შორის კი, მანდატები შემდეგი სახით განაწილდება: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 36 მანდატი, ევროპული საქართველო - 5 მანდატი, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი და გირჩი - 4-4 მანდატი, მოქალაქეები - 2 მანდატი, ლეიბორისტული პარტია - 1 მანდატი", - თქვა მან. 

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნების პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, კობახიძის შეფასებით, დღეს ჩატარებული არჩევნები და მის მიერ წარმოდგენილი შედეგები, რომლის მიხედვითაც პარლამენტის მანდატი 9 პარტიამ მიიღო, "უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე". 

"შედეგად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია 9 პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას". - თქვა მან. 

მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. 

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ამომრჩეველს მხოლოდ მმართველმა პარტიამ, ქართყლმა ოცნებამ სთხოვა. 

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და II ტურს ბოიკოტს უცხადებენ. 

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზეც. 

კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. 

ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათზე 20.74% იყო.



close დახურვა