logo
ENG



მეუფე იოანე ქართულ ოცნებაზე: გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ

23 ნოე 202013:31
3 წუთის საკითხავი
 

გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, - ასე უპასუხა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელმა ჟურნალისტის კითხვას, მიულოცა თუ არა მმართველ გუნდს გამარჯვება.

მისი თქმით, ასეთია წესი. 

"გაიმარჯვა? ხალხის ხმა არის? მივულოცოთ. არამარტო ჩვენთან, ამერიკაშიც ასეა, გაიმარჯვა პრეზიდენტმა? ულოცავენ, მართალია ტრამპი არ ეთანხმება, მაგრამ დაამტკიცოს, რომ გაყალბებას ჰქონდა ადგილი", - თქვა მან.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ორი შეხვედრა გაიმართა, თუმცა კონკრეტული შედეგი ჯერ არ დამდგარა. 


close დახურვა