ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გეგმიური ოპერაციები პირველ მარტამდე გადაიდება.
როგორც ტიკარაძემ იმედის ეთერში განაცხადა, ვინაიდან ხსენებული ოპერაციები გეგმიურია, მათი გადადება პაციენტებისთვის საზიანო არ იქნება.
ამასთან, მისივე თქმით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პაციენტი არ იყო კოვიდინფიცირებულ, მიმართა კლინიკას და ჩაიტარა კონკრეტული ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ მას დაუდასტურდა კოვიდინფექცია.
"სწორედ კოვიდინფექციის გავრცელებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ისევ და ისევ პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, რაც პოსტოპერაციულ პერიოდში რეაბილიტაციას საკმაოდ ართულებს, მნიშვნელოვანია შევზღუდოთ ხელმისაწვდომობა გეგმურ ოპერაციებზე და დაყოვნება გავზარდოთ პირველ მარტამდე. ეს საფრთხეს პაციენტებს არ შეუქმნის, გამომდინარე იქიდან, რომ გეგმური ოპერაციები გეგმურია და არ ხასიათდება მაღალი რისკით პაციენტის ჯანმრთელობასთან მიმართებით", - განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 3 531
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. მას შემდეგ საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 108 690 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 89 170, ხოლო გარდაიცვალა - 1 012.