logo
ENG



ტიკარაძე: საქართველოში მობილიზებული საწოლფონდით ორჯერ დიდი ქვეყნის მომსახურეობა შეიძლება

23 ნოე 202020:35
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/23/48a8v240kk8p8pf.jpg

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმედის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება, მომსახურეობა გაეწიოს ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას.

ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია საწოლფონდის სწორად მართვა როგორც ასაკობრივ, ასევე ქრონიკული დაავადებების ჭრილში.

"დღეს საქართველოში მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება, მომსახურეობა გაეწიოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ისევ და ისევ საწოლფონდის სწორად მართვა როგორც ასაკობრივ ჭრილში, ასევე იმ ქრონიკული დაავადებების ჭრილში, რაც შეიძლება პაციენტს ჰქონდეს და განსაზღვრავდეს მისი, როგორც რისკის პაციენტის სტატუსს", - განაცხადა ტიკარაძემ.

სოციალურ ქსელში, ასევე სხვადასხვა მედიასაშულებებში მოქალაქეები აცხადებენ, რომ ინფიცირებული ახლობლები საავადმყოფოებში ვერ გადაჰყავთ, რადგან ადგილები არ არის.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 18 482 აქტიური შემთხვევაა. 6 221 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ინფიცირებული 881 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 330 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 3 531

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 108 690  შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 89 170  გარდაიცვალა - 1 012.


close დახურვა