logo
ENG



ტიკარაძე: თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ

24 ნოე 202013:19
3 წუთის საკითხავი
clock 991

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, ახლა მას ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა აქვს.

"თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ვინაიდან მე ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როცა მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს", - განაცხადა ტიკარაძემ.

ბოლო რამდენიმე დღეა ეკატერინე ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ ცნობები ვრცელდება.


close დახურვა