logo
ENG



საქართველოში ინფიცირებული 886 მძიმე პაციენტიდან, 324 ხელოვნურ სუნთქვაზეა

25 ნოე 202010:56
3 წუთის საკითხავი
clock 311
2020/11/25/w2uusr5mhkfy0ks.jpg

ამჟამად საქართველოში კორონაივრუსით ინფიცირებულებიდან 886 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო აქედან 324 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მძიმე პაციენტებიდან თბილისში იმყოფება - 405, აჭარაში - 140, იმერეთში - 214.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 114 889 -ს შეადგენს. აქედან 9 5581 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 085 გარდაიცვალა.


close დახურვა