41-მდე გაიზარდა ჩინეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მედიკოსების ცნობით, საშიშ ვირუსს ჰუბეის პროვინციაში კიდევ 15 პაციენტი ემსხვერპლა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი ათას 300-ს აღწევს.
დაავადების გავრცელება ჩინეთში მთვარის კალენდრის მიხედვით ახალი წლის აღნიშვნას დაემთხვა, როდესაც ქვეყანაში მილიონობით ადამიანი მოგზაურობს. ხელისუფლებამ დღესასწაულის აღსანიშნი ღონისძიებების უმეტესობა გააუქმა, ქალაქ უჰანში კი, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, ათას პაციენტზე გათვლილ ახალ საავადმყოფოს აშენებენ. ვირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ევროპაშიც. საფრანგეთში დაინფიცირების 3 შემთხვევა დადასტურდა, საშიში ვირუსი დაუდგინდა ერთ ადამიანს ავსტრალიაშიც.