logo
ENG



სამნიძე: ცუდია, პარტია საბიუჯეტო დაფინანსებაზე რომაა, მაგრამ ბიზნესი რა დღეშია, არ ვიცით?

27 ნოე 202014:38
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/27/fuz2j6qazlgjo0t.jpg

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე Facebook-ზე პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ დაფინანსების აღება ამომრჩევლის მხარდაჭერას ნიშნავს და მიღებული თანხით მომავალში ბრძოლა სწორედ მათთვის გაგრძელდება. 

სამნიძის თქმით, პარტიის საბიუჯეტო დაფინანსება თითოეული ამომრჩევლის ხმითაა დათვლილი და ეს ხელისუფლების ფული არაა.

"ეს დაფინანსება მიბმულია მხოლოდ მიღებულ ხმებზე, ადამიანების ხმებზე, ვინც საკუთარი რისკის ფასად მივიდა არჩევნებზე და მოგვცა ხმა, საიდანაც ბევრი ხმა მოგვპარეს. არავის არ უჩუქნია ეს ხმა და არც იმას ვამბობთ, არ მიგვიღია ეს ხმებიო. ბოიკოტი და ლეგიტიმაციის არაღიარება ნიშნავს, რომ პარლამენტარის ხელფასს არ ვიღებთ, დაფინანსების აღება ნიშნავს, რომ ვაღიარებ ამ ადამიანების მხარდაჭერას და მათი გადასახადებით ბიუჯეტიდან მიღებული თანხით მომავალშიც ვაგრძელებ ბრძოლას მათთვის! კი, ზოგადად ცუდია საბიუჯეტო დაფინანსებაზე რომაა დამოკიდებული პარტიების არსებობა, მაგრამ ბიზნესი რა დღეშიცაა, არ ვიცით? რა საშინელებები ხდებოდა და ხდება, თუ ოპონენტი ხარ ხელისუფლების, არ ვიცით?", - წერს სამნიძე.

ცნობისთვის, საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ცესკო-ს 9 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. ესენი: ქართული ოცნება, საარჩევნო ბლოკში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია შემავალი 5 პარტია (მათ შორის რესპუბლიკური პარტიაც), ევროპული საქართველოგიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელში გაერთიანებული ორი პარტია.

დაფინანსების მოთხოვნით ცესკო-სთვის არ მიუმართავთ გირჩსლეიბორისტულ პარტიას, ლელოსმოქალაქეებსა და პატრიოტთა ალიანსს.

თუმცა, ლელოში აცხადებენ, რომ პარტიაში ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 


close დახურვა