logo
ENG



თბილისის ზღვის ჰოსპიტალს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ, წაღებულია 3000 ლარი

01 დეკ 202012:03
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ. შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა. 

ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელები თავდაპირველად დაცვის თანამშრომლების მიმართულებით ისროდნენ, შემდეგ კი სროლა უმისამართოდ განაგრძეს. 

იმ შესასვლელთან, საიდანაც ჰოსპიტალში თავდამსხმელები შევიდნენ, გადაუდებელი დახმარების განყოფილება მდებარეობს, იქვე არიან მოთავსებულები კოვიდ პაციენტები, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. 

თავდამსხმელებმა წაიღეს 3000 ლარი. 

ექიმ ნინო კილაძის თქმით, თავდამსხმელები დაცვას გაეცნენ, როგორც პაციენტები.

"სთხოვეს კარის გაღება. დაცვამ კარები რომ არ გააღო, მოხდა 3 გასროლა. შედეგად არავინ დაშავებულა. ეს 2 ადამიანი, სავარაუდოდ, იყო ფეხით. წაიღეს 3000 ლარი. ძალიან მარტივად შესაძლებელია, ტყვია მოხვედროდა ჩვენს თანამშრომელს, ისევე, როგორც ბრმა ტყვია შესულიყო განყოფილებაში, სადაც პაციენტები წვანან". - ამბობს ექიმი.


close დახურვა