logo
ENG



დარსაველიძე ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ ხვიჩიას განცხადების გამო კრების მოწვევას ითხოვს

02 დეკ 202002:20
3 წუთის საკითხავი
clock 4256
2020/12/02/jx0jwqxdh7l24q7.png

გირჩის თანადამფუძნებელი ნინო დარსაველიძე ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარების შესახებ პარტიის წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადების გამო პარტიის დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევას ითხოვს. დარსაველიძემ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა და გირჩის სხვა ლიდერებსა და დამფუძნებლებს ხვიჩიას განცხადებაზე კომენტარის გაკეთება მოსთხოვა. 

"წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც აუპატიურებენ. იაგო ხვიჩია თანახმა ხარ? მესმის რომ ნაბოკოვი, და ილია ხარ ჭავჭავძე ერთად, და ზურა ჯაფარიძეც დაარწმუნე მაგაში, კიდე ერთ ნაკოლს მოგცემთ, "პაზოლინი მოკლეეს" - ესეც შეგიძლიათ იყვიროთ. ზურა გირჩი ჯაფარიძე, შენი ელეგანტური, ასტრალში გასული დუმილი ამჯერად არ მუშაობს, სამი შვილის მამა ხარ, შენ რომ გუმბერტ გუმბერტს გადაეყარო, რას უზამდი? სწორი ადამიანი მგონიხარ და ადამიანებში იშვიათად ვცდები, არ მინდა, რომ შენში შევცდე. რომ მივდიოდი, გეუბნებოდი, რომ დაგღუპავენ ესენი, არ დამიჯერე. ეხლა მაინც გჯერა? ვერ გრძნობ ამ ბავშვის ტკივილს და შიშს??

მე როგორც გირჩის დამფუძნებელი, ვითხოვ დამფუძნებელთა საერთო კრებას. ყრილობის შესახებ ჩემთვის არავის უცნობებია, შესაბამისად, ახალი ბორდიც ეჭვქვეშაა.

თუ ვინმეს აინტერესებს, რატომ არ მკიდია გირჩი, ამოიღეთ აუდიტიდან ჩემს მიერ გაკეთებული დამფუძნებლის შენატანი და მიხვდებით.

როდესაც 22 ადამიანი ვაფუძნებდით გირჩს, როდესაც უამრავმა ადამიანმა ჩადო ძალისხმრვა იმაში, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ხმა ისმოდეს, ძალიან ცოტას ექნებოდა ჩაფიქრებული, რომ პედოფილიის მოხმარების გაპრავებამდე დავა ეს გაერთიანება და დასაბმელი გახდება. გახდა", - წერს დარსაველიძე. 

პოსტი იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხება, რომელშიც ხვიჩია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავების გამო აკრიტიკებდა. 

"პორნო გადმოწერა, დაასეივა ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს", - წერდა ხვიჩია. 

გირჩის წევრის განცხადებას სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. 


close დახურვა