logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 45 ადამიანი

03 დეკ 202010:51
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 947 პაციენტი, ხოლო 45 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 676, აჭარაში-525, იმერეთში-591, ქვემო ქართლში-351, შიდა ქართლში-294, გურიაში-131, სამეგრელო-ზემო სვანეთში-274, კახეთში-166, მცხეთა-მთიანეთში-134, სამცხე-ჯავახეთში-88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-30.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 027 ადამიანი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი.

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 147 636 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან, 124 568 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 387 გარდაიცვალა.


close დახურვა