logo
ENG



არასრულწლოვანი შვილისა და მისი თანატოლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით კაცი დააკავეს

03 დეკ 202014:43
3 წუთის საკითხავი
clock 1543
2020/12/03/qtyyo3n3hnxav2u.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია 40 წლის კაცი, რომელსაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება ედება ბრალად.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილისა და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ გარყვნილ ქმედებებს სჩადიოდა, რომელთა ნაწილის ვიდეოს იღებდა. უწყების ცნობით, ვიდეოჩანაწერები საქმეში წარმოდგენილია ნივთმტკიცების სახით. ასევე, დადგენილია, რომ ბრალდებულს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა.

პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს სხვა არასრულწლოვნების გამოკვეთა-დადგენის მიზნით აგრძელებს.

გამოძიება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა