logo
ENG



ცესკო-ს შემაჯამებელი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

03 დეკ 202017:38
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/03/nhhsi58rz2r3p8h.jpg

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოცხადდება.

სხდომის პარალელურად, ცესკო-სთან სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი და აქცია-პერფორმანსს მართავენ.  

აქტივისტებმა ადგილზე ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მანეკენი მიიტანეს, რომელსაც ხელები აქვს შეკრული. ასევე გააბეს ყვითელი ლენტები, სადაც ცესკო-ს წარმომადგენლების ფოტოსურათებია ჩამოკიდებული.

გარდა ამისა, აქტივისტებმა ადგილზე კვერცხიც მიიტანეს და მათზე ქართული ოცნების წევრების სახელებს წერენ. აქცია-პერფორმანსი საბჭოა კავშირის ჰიმნის ფონზე ტარდება.  

"ცესკო-ს დღეს აქვს საბოლოო სხდომა და სურთ, რომ ქართველ ხალხს გადმოუგდონ გაყალბებული საბოლოო შემაჯამებელი ოქმი. რეალურად, დღეს ეს პერფორმანსი, ხამუტებით დაკავებული ცესკო-ს თავმჯდომარე და პოლიციის ლენტით გარშემორტყმული ცესკოს შენობა არის სახალხო სასამართლო. დღეს ვახდენთ ლუსტრაციას რეალურად, რომ ისინი არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები. ისინი იქცევიან საბჭოთა ტრადიციის მეთოდებით", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა.

ცესკოს მიერ დათვლილ შედეგებს ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, საპარლამენტო არჩევნეს ტოტალურად გაყალბებულს უწოდებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.


close დახურვა