logo
ENG



აჭარაში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა

03 დეკ 202019:15
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/03/f2ce74k671z2x5u.jpeg

აჭარაში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა.

იგი კლინიკა მედინაში მკურნალობდა. პაციენტს გული გაუჩერდა. 

"მას ჰქონდა ფილტვის მძიმე დაზიანება, ახალი კორონავირუსი ინფექციის გამო. ის იწვა ბათუმის მრავალპროფილიან სამშობიარო სახლში, კორონავირუსის დიაგნოზით და მკურნალობდა იქ. მას ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა, რომელიც მოქმედებდა, არამხოლოდ ორსულის მდგომარეობაზე, არამედ ნაყოფის მდგომარეობაზეც. 25 ნოემბერს მისი მდგომარეობა დამძიმდა და ჩატარდა საკეისრო კვეთა. საბედნიეროდ ბავშვის მდგომარეობა ძალიან კარგია, ის უკვე სახლში გაეწერა, მაგრამ დედის მდგომარეობა პროგრესულად უარესდებოდა, ამიტომ 27 ნოემბერს ის გადმოიყვანეს ჩვენთან. აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა პნევმონია. მკურნალობის ფონზე, მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ გუშინ ღამე, მოხდა თრომბოემბოლია ფილტვის არტერიის, რომელმაც გამოიწვია გულის გაჩერება. რეანიმაციულმა ღონისძიებებმა გამოიღო შედეგი, ამუშავდა გული, მაგრამ რამდენიმე საათში ისევ გაჩერდა და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა", - განაცხადა კლინიკა მედინას დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 947 პაციენტი, ხოლო 45 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 676, აჭარაში - 525


close დახურვა