logo
ENG



"ბიძინას მონებო" - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა

05 დეკ 202017:22
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, სადაც აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა შენობასთან არსებულ რკინის კონსტრუქციაზე წარწერების გაკეთება და ასევე სობჭოთა სიმბოლიკის დამაგრება სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ რკინის კონსტრუქციაზე მანამდე გაკეთებული წარწერები პოლიციამ წაშალა.

დაძაბული ვითარების დროს სამართალდამცველებმა ერთ-ერთი აქტივისტის დაკავება სცადეს, თუმცა მოქალაქეებმა ამის უფლება არ მისცეს.

"გუშინ ღამის დაახლოებით 01:30 საათზე, მოვიდნენ და არსებული წარწერები წაშალეს. გვინდოდა, რომ თავიდან გაგვეკეთა წარწერები, თუმცა ამის უფლებას არ გვაძლევენ. არც გვეუბნებიან რის საფუძველზე გვიკრძალავენ ამის გაკეთებას. ეს არის დროებითი ღობე და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია წარწერის გაკეთება. მე პირადად პოლიციამ წამართვა პულვილიზატორი და სადღაც მოისროლა. ჩვენ მაინც დავწერთ ამ წარწერებს, რადგან ამის უფლება გვაქვს“, - ამბობს აქტივისტი ნიკა კვიტატიანი.

აქტივისტები სკანდირებენ: "ბიძინას მონებო", "პუტინ ხ#ილო", "ბიძინახ#ი". 

ცნობისთვის, ქვეყანაში პერმანენტული აქციები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ოპოზიციაში შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.


close დახურვა