ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატების ვინაობა გაასაჯაროვა.
პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ შესაბამისი სია დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
სია ასეთია:
სპიკერატი
- პარლამენტის თავმჯდომარე - არჩილ თალაკვაძე
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გია ვოლსკი
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - კახა კუჭავა
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - დავით სერგეენკო
- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - ირაკლი კობახიძე
- ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე - მამუკა მდინარაძე
კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ანრი ოხანაშვილი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ სარჯველაძე
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ქადაგიშვილი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - სოზარ სუბარი
ეკონომიკური ბლოკი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ნინო წილოსანი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე
საგარეო პოლიტიკური ბლოკი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ნიკოლოზ სამხარაძე
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ბექა ოდიშარია
სოციალური ბლოკი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დიმიტრი ხუნდაძე
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - თეა წულუკიანი
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ ყაველაშვილი
მეათე მოწვევის პარლამენტი ხვალ, 11 დეკემბერს შეიკრიბება. როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, პირველ სხდომას მხოლოდ მმართველი გუნდის დეპუტატები დაესწრებიან. ოპოზიციური პარტიების სრული უმრავლესობა პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და მანდატებზე უარს ამბობს. მხოლოდ პარტია მოქალაქეები არ ტოვებს კუთვნილ ორ მანდატს, თუმცა ხვალინდელ სხდომაზე დასწრებას არ გეგმავენ.
ოპოზიციის ბოიკოტი და პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომელსაც პარტიები გაყალბებულად მიიჩნევენ და მის ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ.