logo
ENG



41 ვერცხლი მამუკა მდინარაძეს - გაბედეს აქტივისტებმა პერფორმანსი მოაწყეს

29 ნოე 201917:51
3 წუთის საკითხავი
 
n8ohb0hmowgq6ur.jpg

მმართველი გუნდის წევრის მამუკა ბდინარაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან მოძრაობა „გაბედეს“ წევრები იმყოფებოდნენ. მოძრაობის წევრები მდინარაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რადგან როგორც მათ განმარტეს, დეპუტატი ბოლო დღეების განმავლობაში მათ დისკრედიტაციას ცდილობდა.

ამასთან, მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა ბიუროს შენობასთან სიმბოლურად 41 ვერცხლის მონეტა დატოვეს. „მოვედით აქ მდინარაძესთან შესახვედრად, თუმცა დაგვახვედრეს აქ მათ მიერ მართული ზონდერები. მდინარაძე არის "ქართული ოცნების" რუპორი. ის სავარაუდოდ უკანა კარიდან გავიდა“, - აცხადებენ მოძრაობის წევრები.

„ფორმულას“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე მდინარაძის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ და მოძრაობის წევრების მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

 

 

 


close დახურვა