ჩეჩნეთში, საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში, 5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი გროზნოდან ჩრდილოეთით, 39 კილომეტრის მანძილზე მდებარეობდა.
მიწისძვრა მოხდა გუშინ ღამით, 00:29 საათზე.
ბიძგები ჩრდილოეთ ოსეთში, ინგუშეთსა და დაღესტანშიც იგრძნობოდა.