logo
ENG



თეთრიწყაროში ცოლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

14 დეკ 202009:58
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, 1938 წელს დაბადებულმა ო.ა.-მ მთეთრიწყაროში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - 1933 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


close დახურვა