მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, მის ოჯახზე თვალთვალის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატი თეა წულუკიანი პასუხობს და მას "გაბომჟებულ საცოდაობას" უწოდებს.
"რას ამბობთ? ძნელია თურმე ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ყავს სახლში რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული. [...] TV პირველი და მთავარი არხი ბევრჯერ, ჩემს მოხუც მშობლებთან, ჩემს არასრუწლოვან ძმისშვილებთან არის მიკროფონით, მოტყუებით ბინებში და სახლებში შევარდნილი. ნიკა გვარამიას თუ ყავს ოჯახი, ჩვენც გვყავს და დაიცავით ყველამ სტანდარტი", - ამბობს წულუკიანი ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიას "ჩაეფუშა" ხელისუფლების ცვლილების გეგმა:
"ნიკა გვარამიაზე ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მისი პერფორმანსები, თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე, მისი ისტერიკა, არის ყოფილი, სამწუხაროდ, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახე. ეს არის მძიმე სანახაობა პიროვნულად, ადამიანურად".
12 დეკემბერს მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ როგორც "შეუთვალეს", სასამართლოში მისი სისხლის სამართლის საქმის განხილვა ახალ წლამდე განახლდება.
"უსწრაფესად დაგიჭერთ და მთელ ქონებას ჩამოგართმევთ რუსთავი 2-სთვის ზიანის ანაზღაურების ანგარიშშიო. არ დაუზუსტებიათ, რას ჩამომართმევენ. არავითარი ქონება არ გამაჩნია. ერთადერთი, ჩემი ცოლის, სოფოს სახელზეა უსახსრობის გამო დაუმთავრებელი აგარაკი ბეთანიაში, ისიც ბანკში ჩადებული. ეტყობა ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და სათვალეებს გულისხმობდნენ
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ყველაფერზე საქმის კურსში ჩააყენეს ფასილიტატორი ელჩებიც, რომელთაც მიზეზად ჩემი ანტიდასავლური პოზიცია მოუყვანეს. ჩემი. ანტიდასავლური თან, დასავლური პოზიციების დაცვა რომ დაჭერებითაა თურმე გამართლებული", - ამბობს ის.
