მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გარდაიცვალა 49 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა - 2 244.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 870 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 011 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 859 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 204 003-ს. აქედან, გამოჯანმრთელდა 171 526 ადამიანი და გარდაიცვალა - 2002.