logo
ENG



მინისტრთა ახალ კაბინეტში მხოლოდ იუსტიციის მინისტრი იცვლება - სია

18 დეკ 202017:15
3 წუთის საკითხავი
clock 2823

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უკვე პარლამენტშია წარდგენილი დასამტკიცებლად. სიაში მხოლოდ იუსტიციის მინისტრი იცვლება - თეა წულუკიანს მისივე ყოფილი მოადგილე, გოჩა ლორთქიფანძე ჩაანაცვლებს. იგი იუსტიციის მინისტრის უცვლელი მოადგილეა 2013 წლიდან. 

დანარჩენი სამინისტროებისთვის, პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინეს მოქმედი მინისტრები:

1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;

2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;

3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათელა თურნავა;

4. თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;

5. იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;

6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;

7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;

8. საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;

9. ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;

10. შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;

11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.

გარდა ამისა, ცვლილებებია მოსალოდნელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. დღეს, 18 დეკემბერს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "დიდი ალბათობით", ამ უწყებას კულტურის სამინისტრო ცალკე გამოეყოფა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, მე-10 მოწვევის პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის გარდა წარუდგინა სამთავრობო პროგრამა - "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის".

 

 


close დახურვა