რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო, რომელსაც საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, ამბობს, რომ თბილისში იმყოფებოდა, - ამის შესახებ მან საკუთარ გადაცემაში განაცხადა.
როგორც შევჩენკომ აღნიშნა, საქართველოში განჯაში ყოფნის შემდეგ ჩავიდა, საზღვრის გადაკვეთაში კი ქართული მხარე დაეხმარს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში კარგი ნაცნობები ჰყავს.
შევჩენკო ამბობს, რომ ვიზიტი დახურული ფორმატის იყო და ის რამდენიმე პოლიტიკოსსაც შეხვდა:
"განჯაში ყოფნის დროს დავურეკე ჩემს მეგობრებს საქართველოში. ვუთხარი: გენაცვალეთ, ახლოს ვარ და მინდა ჩაგეხუტოთ, მაგრამ ვიცი, პანდემია გაქვთ და შემოსვლას ალბათ ვერ შევძლებ. მითხრეს, მოიცა ახლავე მოვაგვარებთ რამეს... მე საქართველოს ხელისუფლებაშიც მყავს კარგი ნაცნობები. მითხრეს: მოდი ჩვენთან, გვიხარია შენი ნახვაო. საზღვარზე რაღაცები შეავსეს, ალბათ საათნახევარი გავჩერდი, რაღაცები მოაგვარეს და აი უკვე თბილისში აღმოვჩნდი. ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს მეგობრებს, რომ არ გავაფრთხილე, მაგრამ ეს იყო ერთგვარი დახურული ფორმატის ვიზიტი, კომუნიკაცია მქონდა რამდენიმე პოლიტიკოსთან", - განაცხადა მაქსიმუმ შევჩენკომ.
თავის გადაცემაში მან იცის აღნიშნა, რომ საქართველოში მორიგ ვიზიტს და სვეტიცხოვლისა და სვანეთის მონახულებას გეგმავს.
მაქსიმ შევჩენკო ნამყოფია როგორც ოკუპირებულ ცხინვალში, ასევე აფხაზეთში. შესაბამისად მას დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. მას საქართველოში შესვლაზე უარი 2009 წელს, სწორედ აღნიშული კანონის დარღვევის გამო უთხრეს.