logo
ENG



თურნავას თქმით, თბილისის მერიას, მუსიკოსების დასახმარებლად, 400 000 ლარი გამოეყოფა

25 დეკ 202012:12
3 წუთის საკითხავი
clock 1116
თურნავას თქმით, თბილისის მერიას, მუსიკოსების დასახმარებლად, 400 000 ლარი გამოეყოფა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თბილისის მერიას კულტურის მოღვაწეების, მუსიკოსების დასახმარებლად 400 000 ლარი გამოეყოფა. თურნავას თქმით, შეზღუდვები გამო, სასტუმროები და რესტორნები საახალწლო ღონისძიებებს ვერ მართავენ, რაც კულტურის მოღვაწეებს, მუსიკოსებს აზარალებს. 

თურნავას თქმით, შეზღუდვების დროს დაზარალებული კულტურის მოღვაწეების დასახმარებლად დროული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 

"უწყებათაშორისმა საბჭომ იმსჯელა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც კულტურის მოღვაწეებს, მუსიკოსებს ეხებათ. ჩვეულებრივ დროს, პანდემიამდე, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო საკონცერტო ღონისძიებებში, რომელიც იმართებოდა სხვადასხვა სასტუმროში, რესტორანში მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღესდღეობით, ჩვენი კულტურის მოღვაწეები მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას. მივიღეთ გადაწყვეტილება და თბილისის მერია გამოეყოფა 400 000 ლარი ასიგნება იმისთვის, რომ თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტში ჩართოს რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსები, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას არიან მოკლებულები", - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, თბილისის მერიის კონცერტი იქნება უსაფრთხო, არ დაესწრება მაყურებელი და გადაიცემა ონლაინ რეჟიმში. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ახალი წლის კონცერტების ჩასატარებლად 2.7 მილიონი ლარის ტენდერები გამოაცხადა. კონკრეტულად კონცერტებისთვის, მერია 100,000 ლარს დახარჯავს.


close დახურვა