ევროპული საქართველოს ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტმა დეპუტატის ხელფასი ჩაურიცხა. იგი Facebook გვერდზე წერს, რომ თანხა უკან, სახელმწიფო ხაზინაში გადარიცხა და შესაბამის ფოტოებს ავრცელებს.
"პარლამენტმა, არ ვიმჩნევთ, რომ არ ხართო და ჩარიცხეს ხელფასი, რა მაგარი მოიფიქრეს. წამებში მიიღეს უკან", - წერს ხოშტარია.
პარლამენტში ამბობენ, რომ არცერთი დეპუტატის უფლებამოსილება შეწყვეტილი არ არის, შესაბამისად ყველას დაერიცხა ხელფასი.