საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისია ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფებს ამტკიცბს.
თელასის მომხმარებლებისთვის:
არასაყოფაცხოვრებო ტარიფები:
- დახარჯულ 110 - 35 კვ-ზე - ამ დრომდე მოქმედებს ტარიფი - 13.653. ცვლილება შეადგენს 9.542 თეთრს, ფასი გახდება - 23.195 თეთრი.
- დახარჯულ 10 - 6 -3.3 კვ-ზე - ამ დრომდე მოქმედებს ტარიფი - 14.307. ცვლილება შეადგენს 10.817 თეთრს, ფასი გახდება - 25.142 თეთრი.
- დახარჯულ 380 - 220 ვ - ამ დრომდე მოქმედებს ტარიფი - 18.067 თეთრი. ცვლილება შეადგენს 9.941 თეთრს, ფასი გახდება - 27.908 თეთრი.
საყოფაცხოვრებო ტარიფები:
- 0 - 101 კვტ.სთ და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე - მოქმედი ტარიფია - 12.325; ფასი გაიზრდება 2.964 თეთრით, ფასი გახდება 15.289;
- 101 - 301 კვტ.სთ - მოქმედი ტარიფია - 12.325; ფასი გაიზრდება 2.964 თეთრით, ფასი გახდება 18 689;
- 301 კვტ სთ-ზე მეტი - მოქმედი ტარიფია - 19 925; ფასი გაიზრდება 2.964 თეთრით, ფასი გახდება 22 489;
ენერგო პროს აბონენტებისთვის
არასაყოფაცხოვრებო ტარიფები:
- დახარჯულ 110 - 35 კვ-ზე - ამ დრომდე მოქმედებს ტარიფი - 12.593. ცვლილება შეადგენს 11.362 თეთრს, ფასი გახდება - 23.955 თეთრი.
- დახარჯულ 10 - 6 -3.3 კვ-ზე - ამ დრომდე მოქმედებს ტარიფი - 13.772; ცვლილება შეადგენს 12.397 თეთრს, ფასი გახდება - 26.169 თეთრი.
- დახარჯულ 380 - 220ვ - ამ დრომდე მოქმედებს ტარიფი - 17.867; ცვლილება შეადგენს 9.218 თეთრს, ფასი გახდება - 27.085 თეთრი.
საყოფაცხოვრებო ტარიფები:
- 0 - 101 კვტ.სთ და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე - მოქმედი ტარიფია - 12.065; ფასი გაიზრდება 2.961 თეთრით, ფასი გახდება 15.026;
- 101 - 301 კვტ.სთ - მოქმედი ტარიფია - 15.435; ფასი გაიზრდება 2.961 თეთრით, ფასი გახდება 18.396;
- 301 კვტ სთ-ზე მეტი - მოქმედი ტარიფია - 19.265; ფასი გაიზრდება 2.961 თეთრით, ფასი გახდება 22.226;
ფასები დგინდება 6 თვით, 1-ლ ივლისამდე; ივლისიდან ტარიფები ისევ გადაიხედება.
სემეკის სხდომაზე თელასის წარმომადგენელმა, მიხეილ ანთაძემ თქვა, რომ წარმოდგენილი ფასები ვერ უზრუნველყოფს კომპანიის ხარჯების ანაზღაურებას. მისი თქმით, რისკების გამო ვერ გაიზიარებს ტარიფების სემეკის მიერ წარდგენილ სტრუქტურას. პასუხად სემეკის წარმომადგენელმა უთხრა, რომ კომპანიის რისკები დაზღვეულია.
ელექტროენერგიის გაზრდილი ფასები 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.