logo
ENG



გორში ბაზრობა იწვის

30 დეკ 202022:04
3 წუთის საკითხავი
 
გორში ბაზრობა იწვის

გორში, წმინდა წყლის ბაზარში ხანძარია, ცეცხლი უკიდია ტანსაცმლის ბაზრობას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფორმულას განუცხადეს, რომ დაშავებულებზე ამ დროისთვის ინფორმაცია მათთან არ შესულა.

უწყების ცნობით, მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და მომდინარეობს ქრობის სამუშაოები. ეკიპაჟებიდან ნაწილი ადგილზეა, ნაწილი კი მიემგზავრება. 

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ქვეყნის მასშტაბით ბაზრობების მუშაობა აკრძალულია. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი გორის ბაზარში. 


close დახურვა