logo
ENG



აშშ-მა ICC-ის მთავარ პროკურორს, ფატუ ბენსუდას სანქციები დაუწესა 

10 იან 202101:18
3 წუთის საკითხავი
clock 4204
2021/01/10/b4hmihgk2pct5w5.jpg

აშშ-მ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს, ფატუ ბენსუდას სანქციები დაუწესა:

"ICC არის კორუმპირებული, პოლიტიზირებული და არაკომპეტენტური. მთავარი პროკურორი, ფატუ ბენსუდი, რომელმაც ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება, თავისი პირადი მიზნებისთვის ჩართული იყო კორუფციულ საქმიანობაში და გაფლანგა მილიონები, სანქცირებულია",-წერს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო twitter-ზე.

 

სანქციები ასევე დაუწესდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისპრუდენციის და კოოპერაციის განყოფილების დირექტორს, ფაკისო მოჩოჩენკოს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რისხვა ICC-ის მიერ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ომის დანაშაულების შესაძლო ჩადენის საქმის წარმოებაში მიღებამ გამოიწვია. 

აშშ ასევე ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების ფარგლებში პალესტინის წინააღმდეგ ისრაელის შესაძლო დანაშაულების გამოძიებას. 

ფატუ ბენსუდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებს იძიებს.


close დახურვა