logo
ENG



თურნავა: გადავწყვიტეთ, არსებული შეზღუდვები 1-ლ თებერვლამდე შენარჩუნდეს

11 იან 202113:06
3 წუთის საკითხავი
clock 2421
თურნავა: გადავწყვიტეთ, არსებული შეზღუდვები 1-ლ თებერვლამდე შენარჩუნდეს

ნათია თურნავას განცხადებით, არსებული შეზღუდვები 1-ლ თებერვლამდე შენარჩუნდება. 

მოლების, ბაზრობების და ტრანპორტის გახსნა 18 იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა. 

შეზღუდვების მიზეზად კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სახელდება. 

"ეს ყველაფერი მოასწავებს უფრო უსაფრთხო გახსნის პერიოდს. ჩვენი ამოცანაა, რომ 1-ლ თებერვლამდე დარჩენილი ეს 2-3 კვირა ძალიან აქტიურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესთან, მოვემზადოთ უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც ვაჭრობის სექტორში ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით". - თქვა თურნავამ. 

ამ დროის ინფორმაციით, 1-ლი თებერვლიდან სავარაუდოდ მოლები, ბაზრობები და ტრანსპორტი გაიხსნება. თურნავას არ დაუკონკრეტებია, მოიხსნება თუ არა კომენდანტის საათი. 

"უნდა იყოს ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში დაღმასვლა. უნდა დავინახოთ, რომ სტაბილიზაციას და პროგრესს არაფერი დაემუქრება. ვმსჯელობთ". - თქვა თურნავამ. 


close დახურვა