შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, პოლიციამ გარდაბანში არასრულწლოვანი გოგოს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის ოთხი პირი, მათ შორის სამი ქალი დააკავა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელში ერთერთმა ბრალდებულმა, ე.ბ-მ თავისი დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგოს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
პოლიციამ ოთხივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდების სახით დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.