logo
ENG



ზუგდიდი-მესტიის გზაზე კლდე ჩამოიშალა

12 იან 202114:58
3 წუთის საკითხავი
clock 639
2021/01/12/t1y8t1qqdc6aox9.jpg

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე კლდე ჩამოიშალა.

როგორც ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული გოდერძის, შატილის და ჯვრის უღელტეხილებზე.

გარდა ამისა, ქვის ცვენისა და ზვავსაშიშროების გამო, გუშინ ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალული იყო ხაიში-ლახამულას მონაკვეთზეც, თუმცა ადგილზე ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.


close დახურვა