logo
ENG



მოქალაქეები მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდებზე გასვლას 1-ლი თებერვლიდან შეძლებენ

13 იან 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock 1730
2021/01/13/dzsrwwkzxg29wjk.jpeg

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა სახის სერვისი, რომელიც შეზღუდული იყო, 1-ლი თებერვლიდან განაგრძობს ფუნქციონირებას.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 1-ლი თებერვლიდან მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას შეძლებენ.

ასევე, აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება.

სერვისების მიწოდება დროებით შეჩერებული იქნება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში.

"ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტო შემდეგ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას:

​მოქალაქეებს საშუალება აქვთ, მომსახურების სააგენტოს მიმართონ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.​

მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებთან დაკავშირებით განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტი გაიცემა განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში, კვირის შემდეგ დღეებში: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სააგენტოს სერვისცენტრებში ვიზიტისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით, თანმხლები პირების გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა