logo
ENG



ჩოხატაურის გამგეობაში მუსლიმ თემთან შეხვედრა დასრულდა

13 იან 202121:31
3 წუთის საკითხავი
clock 631
2021/01/13/mj1diarkw3iy4m8.png

ჩოხატაურის გამგეობაში მუსლიმ თემთან შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები, ქრისტიანები, ასევე ჩოხატაურის მერი და გურიის მხარის გუბერნატორი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ თქვა, რომ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სოფელ ბუკნარის მცხოვრებები "ჩვეულებრივად გააგრძელებენ ცხოვრებას და ლოცვას". 

"შედგა საკმაოდ ხანგრძლივი, მაგრამ კონსტრუქციული, ურთიერთდათმობის, ურთიერთგაგების ფონზე. ეს შეხვედრები გაგრძელდება, მაგრამ ახლა პირობითად ორივე მხარე, ერთი სოფლის მცხოვრებლები შეთანხმდნენ, რომ ისინი ჩვეულებრივად გააგრძელებენ ფუნქციონირებას და ლოცვას. არც არავის ხელი არ შეეშლება, ეს არის სეკულარული სახელმწიფო. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო, ამიტომ თანასოფლელები ყოველგვარი ჩარევის გარეშე თანაცხოვრებას გააგრძელებენ და ამას მიეძღვნა ეს კონსტრუქციული შეხვედრა". - თქვა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ. 

მუსლიმი თემის წარმომადგენლების თქმით კი, არავითარი შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა, ვინაიდან ეს საკითხი მხოლოდ სოფელ ბუკნარით არ შემოიფარგლება და მუსლიმ თემს პრობლემები აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით. 

შეხვედრის მიმდინარეობის დროს გამგეობის შენობასთან მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც ჯერაც ადგილზე რჩება.

გურიაში, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმების თქმით, ქრისტიანები მათ ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 მუსლიმს, მათ შორის ბავშვებს. შსს-მ ძალადობის მუხლით დააკავა კაცი, რომელმაც 17 წლის მუსლიმს თავში ქვა ჩაარტყა. 13 იანვარს გურიის გუბერნატორი და ჩოხატაურის მერი მათ მხოლოდ რამდენიმე წუთით შეხვდა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.


close დახურვა