logo
ENG



შაბათის ფორმულა: ივანიშვილი საფრანგეთში მიდის, კობახიძე კი გახარიას კალაძით ცვლის

16 იან 202120:07
3 წუთის საკითხავი
clock 6964

ფორმულას ინფორმაციით, მმართველი გუნდის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის შემდეგ ქვეყნიდანაც მიდის. ადგილი, რომელსაც თავს შეაფარებს, საფრანგეთი იქნება.

შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ივანიშვილმა საგანგებო დავალებით პარიზში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაგზავნა. თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენა დეკემბრის ბოლოს შესრულდა.

ინფორმაციას პრესსამსახურიც ადასტურებს, თუმცა ზურაბიშვილის მივლინებასთან დაკავშირებით დეტალები საჯარო არ არის, რადგან ის სამუშაო ვიზიტით არ წასულა. ოფიციალური ინფორმაციით, პარიზში მან შვებულება გაატარა. 

ფორმულასთვის აგრეთვე ცნობილი გახდა პარტიაში კლანური დაპირისპირების შესახებ. ჩვენი ინფორმაციით, პარტიის ახალი თავჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კახა კალაძით ჩანაცვლებას გეგმავს. შაბათის ფორმულას ცნობით, კალაძე-კობახიძის ტანდემი გიორგი გახარია გაზაფხულამდე ჩამოიშორებენ.


close დახურვა