logo
ENG



შაბათის ფორმულა: შავმა ბერმა წოდება დამალა, ქალთან ფარულად იცხოვრა და შვილზეც უარი თქვა

16 იან 202120:27
3 წუთის საკითხავი
clock 2076

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ​სქიმ-არქიმანდრიტმა გრიგოლ აბაშიძეზემ ახალგაზრდა ქალს საკუთარი საეკლესიო წოდება დაუმალა და წლების განმავლობაში მასთან ერთად ფარულად ცხოვრობდა.

ირკვევა, რომ მათ შეეძინათ შვილი, რომელსაც სქიმ-არქიმანდრიტი თავიდან ყურადღებას აქცევდა, თუმცა მოგვიანებით შეეშინდა რომ მის ამბავს საპატრიარქოში გაიგებდნენ და დააქვეითებდნენ, ამიტომ შვილი უარყო და მასზე ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიხსნა.

არქიმანდრიტი საეკლესიო მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში ამ დრომდე განაგრძობს. ის, ამბობს რომ ქალის მსხვერპლი თავადაა და ბავშვის მისი არაა. სასულიერო პირი დნმ-ის ჩატარებაზე უარს აცხადებს, თუმცა არსებობს დაბადების მოწმობა მისი ხელმოწერით. ამბავი ცნობილია საპატრიარქოსთვისაც, თუმცა ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. 


close დახურვა