logo
ENG



წულუკიანი კვლავ იმეორებს, რომ მისი პოლიტიკაში ყოფნის მოტივაცია ენმ-ს წინააღმდეგ ბრძოლაა

21 იან 202112:57
3 წუთის საკითხავი
clock 1850
2021/01/21/mnjqjjwmndiki2m.png

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და ქართული ოცნების წევრი თეა წულუკიანი ამჯერად პარლამენტში აცხადებს, რომ მისი პოლიტიკაში ყოფნის მთავარი მიზანი ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლა და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების არდაშვებაა. მსგავსი განცხადება წულუკიანმა ორი დღის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.

წულუკიანის თქმით, "სულ რომ მისი შეგნებული სიცოცხლე დასჭირდეს", იქნება პოლიტიკაში და ენმ-ს წინააღმდეგ იბრძოლებს.

"მე შეიძლება, დავიღალო რამით, მაგრამ არის ერთი რამ, რითაც არასდროს დავიღლები, ეს არის ნაციონალურ მოძრაობასთან და მათ გადმონაშთებთან ბრძოლა. თუ ამას დასჭირდება მთელი ჩემი შეგნებული სიცოცხლე, მე ვიდგები პოლიტიკაში და ვიბრძოლებ მათ წინააღმდეგ, რომ ისინი არ დაბრუნდნენ არასდროს.

ვფიქრობ, რომ რაც ასაკში შევალთ, თქვენც, მეც, უნდა ვისწავლოთ, როგორ გავიდეთ სცენიდან, მაგრამ დაღლა ალბათ, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მე ამაში არასდროს დავიღლები", - თქვა წულუკიანმა.

ორი დღის წინ მან თქვა, რომ პოლიტიკიდან მაშინ წავა, როცა დაინახავს, რომ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შანსი ნულია.


close დახურვა