logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 998 შემთხვევა, გარდაიცვალა 16 ადამიანი, ჩატარდა 16 267 ტესტი

23 იან 202110:22
3 წუთის საკითხავი
clock 512

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსი საქართველოში 252 972 ადამიანს დაუდასტურდა. 

გარდაიცვალა ადამიანი. საერთო ჯამში, Covid 19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 3 038-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 16 267ტესტი. მათ შორის 7 412 PCR და 8855 ანტიგენის ტესტი.  

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 892 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 240 629-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, აჭარა - 31, იმერეთი - 170, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 68, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 116, კახეთი - 50, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი -13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 279, საიდანაც: 3 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 632, აჭარაში - 251, იმერეთში - 663. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 694 პირი, მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 47, იმერეთში - 183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 204 პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 1, იმერეთში - 25. 444 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 210 - თბილისში, 159 - აჭარაში, 23 - იმერეთში. 5 533 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 216, აჭარაში - 111, ხოლო იმერეთში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 22 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 21 797 პირი.


close დახურვა